მარტის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში რეკორდული მოცულობის – 667 მილიონი ლარის დეპოზიტები განათავსეს. შედეგად, საბანკო სისტემაში უცხოელთა დეპოზიტებმა 5.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წლის განმავლობაში უცხოელების დეპოზიტები სულ 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა. უცხოელების დეპოზიტების ზრდის ტემპი მიმდინარე წლის მარტიდან დაჩქრადა, რაც რუსი მიგრანტების შემოდინებას უკავშირდებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის სტატისტიკას არ აქვს მითითებული თუ რა ქვეყნების მოქალაქეებმა გახსნეს აგვისტოს განმავლობაში ანაბრები ქართულ ბანკებში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, არარეზიდენტთა დეპოზიტების 89% უცხოურ ვალუტაში არის ნომირებული.
Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ. ამის შესახებ…
“ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს. “ამ რადიკალური რეჟიმისა…